რუსეთში,ნოვოსიბირსკში საშიში ვირუსების შემსწავლელ ლაბორატორიაში აფეთქება მოხდა

რუსეთში, ნოვოსიბირსკში საშიში ვირუსების შემსწავლელ ლაბორატორიაში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. მომხდარის შედეგად დაშავდა რამდენიმე მოქალაქე , ერთი ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ავზი სანიტარული ინსპექციის ოთახში აფეთქდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.

ლაბორატორიაში აცხადებენ,რომ აფეთქების შედეგად საშიში ბიოლოგიური მასალის გაჟონვა არ მომხდარა და მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ.

რუსული მედიის ცნობით, დაშავებული=სამშენებლო კომპანიის თანამშრომელია,რომელსაც დამწვრობა აღენიშნება.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, ნოვოსიბირსკსში მდებარე ლაბორატორიაში ინფექციური დაავადება – ყვავილის შტამი ინახება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ყვავილს კაცობრიობისთვის ერთ-ერთ ყველზე საშიშ დაავადებად მიიჩნევენ. ბოლოს ყვავილის დიაგნოზი 1977 წელს დასვეს.