რუსთაველმა ნიჩბოსანმა ალექსი წივწივაძემ საერთაშორისო შეჯიბრებაზე ,სამ დისტანციაზე პირველი ადგილი დაიკავა. საერთაშორისო შეჯიბრებაში „ოლიმპიური იმედები“ ,რომელში მონაწილეობასაც 35 ქვეყნის წარმატებული სპორტსმენი იღებდა,რუსთაველმა ალექსი წივწივაძემ, სამი კანოეერთიანი გაცურვა , 1000 ,500 და 200 მეტრის დისტანციაზე შეასრულა და სამივე შემთხვევაში პირველი ადგილი მოიპოვა.
ტურნირი ნიჩბოსნობის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობას 35 ქვეყანა იღებდა. ტურინი 13-16 სექტემბერს გაიმართა. შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები იღებდა მონაწილეობას, რუსთავიდან რიგებში ალექსი წივწივაძე და თენგო მაღრაძე ასპარეზობდნენ.
მწვრთნელის ინფორმაციით, საერთაშორისო ტურნირი „ოლიმპიური იმედები“ 15 წლიან ასაკობრივ კატეგორიაში ,მსოფლიო ჩემპიონატის მნიშვნელობას ატარებს, სადაც რუსთაველმა ნიჩბოსანმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოწინავე სპორტსმენები დაამარცხა.