,,ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის როლი საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში” – თბილისის საკრებულოში გამართულ კონფერენციას რუსთავის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
კონფერენციაზე საქართველოს 4 მუნიციპალიტეტის – რუსთავის, ქუთაისის, ოზურგეთისა და ლაგოდეხის მერებმა, ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ, ევროპულ ქარტიას მოაწერეს ხელი.
დოკუმენტის თანახმად, თვითმმართველობები ვალდებულებას იღებენ, საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, ღონისძიებები გაატარონ და თანასწორობის გასაუმჯობესებლად ითანამშრომლონ.
ევროპული ქარტია ვროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მიერ 2006 წლის მაისში შეიქმნა.
კონფერენცია ,,ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის როლი საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში”, საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის, ევროპის საბჭოს 70 წლისა და ევროპის საბჭოს კონგრესის 25 წლის იუბილეებისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტის, დედაქალაქის მერის – კახა კალაძის ინიციატივით მოეწყო.