„რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში“ ფესტივალი „Rustavi Wonderland“ მიმდინარეობს. ფესტივალის მიზანია,საერთაშორისო პროექტში მონაწილე ქვეყნების კულტურული მრავალფეროვნება ასობით მოწვეულ სტუმარს წარუდგინოს და კულტურათაშორისი ურთიერთობის განვითარებას შეუწყოს ხელი.
ფესტივალი „ერასმუს +“-ის ფარგლებში ჩატარებული საერთაშორისო პროექტის დასკვნით ღონისძიებას წარმოადგენს. პროექტი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას ეხება.
კერძოდ, იმ დაბრკოლებების გადალახვას, რომელიც ახალგაზრდა თაობას და განსაკუთრებით მიგრანტებს, ლტოლვილებს, დევნილებს თავიანთი კულტურული თუ სოციალური განსხვავებების გამო, ხელს უშლის საკუთარი თავის რეალიზაცია/ინტეგრაციაში.
ფესტივალის განმავლობაში დაგეგმილია ფოლკლორული კონცერტი, თეატრალური წარმოდგენები, ასევე საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობები. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ,პროექტის მონაწილეებთან ერთად მოამზადონ ეროვნული კერძები, სუვენირები, თოჯინები და მუსიკალური ინსტრუმენტები.
პროექტის პარტნიორები ახალგაზრდულ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები საქართველოდან, ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან, ტუნისიდან, უკრაინიდან, რუმინეთიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან და ჩეხეთიდან არიან. ფესტივალზე მოწვეული იქნებიან რეგიონული განვითარების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები.
ფესტივალს „ალტერნატიული განათლების აკადემია“ “ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის” და „ახალგაზრდული ასოციაცია დრონი“ რუსთავის სკაუტურ ცენტრში მასპინძლობენ.
ფესტივალის მიმდინარეობისას, სტუმრების ტრანსპორტირება ქალაქის მერიამ უსასყიდლოდ უზრუნველყო.