რუსთავის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ქალაქის საფეხბურთო სტადიონზე სათადარიგო მოედნის კეთილმოწყობა იგეგმა.
როგორც ,,ქრონიკისთის” გახდა ცნობილი ტერიტორიაზე კომლექსური სამუშაოები ჩატარდება და ხელოვნური საფარის დაგებამდე სადრენაჟი სისტემის მოწყობა არის დაგეგმილი.
სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უკვე გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 10 სექტემბერს დასრულდება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დამატებითი ღირებულების გადასახადის გათვალისწინებით 439 436 ლარს შეადგენს.