რუსთავის ციხეს სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდება

უახლოეს მომავალში რუსთავის ისტორიული ციხის ჩრდილოეთ ზღუდის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშოები დაიწყება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ ,გამოცხადებულ ტენდერში კომპანია ,,ინჟინერის აზრმა“ გაიმარჯვა.

კომპანიის საპროექტო სამუშაოებისთვის 21 200 ლარია გამოყოფილი. საპროექტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია და რამდენიმე დღეში ,შესაბამისი ხელშეკრულებაც გაფორმდება . სამუშაოებს, „ქართუ ფონდის“ აფინანსებს.

რეაბილიტაციის პროცესის დაწყება ოქტომბერში იგეგმება.