რუსთავი თბილისს რკინიგზის მეშვეობით დაუკავშირდება

რუსთავი თბილისს რკინიგზის მეშვეობით დაუკავშირდება. როგორც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, განხორციელდება პროექტი,რომელიც სამგორი-ლილოს მიმართულებით ურბანული რკინიგზის განვითარებას გულისხმობს. კერძოდ, ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით,დაახლოებით 7 სადგური მოეწყობა ,პროექტის ფარგლებში სარკინიგზო მიმოსვლით თბილისის რუსთავთან დაკავშირება იგეგმება.

მთავრობის სხდომაზე განკარგულების პროექტი გამოვიდა,რომლის თანახმად,თბილისის ურბანული რკინიგზის პროექტის განსახორციელებლად ფინანსთა სამინისტრო მოლაპარაკებებს EBRD -თან და EIB -თან  დაიწყებს.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის. უწყებას პროექტის განხორციელების შესახებ სწორედ დედაქალაქის მერიამ მიმართა.   მისივე თქმით,  EBRD -ს და EIB -ს  პროექტის ინტერესი აქვთ.

პროექტის სავარაუდო თანხა , ფინანსთა მინისიტრის ინფორმაციით,174 მლნ დოლარიდან 200 მლნ დოლარამდეა ნავარაუდევი. მინისტრი პროექტისთვის გრანტების მოპოვებაზეც ამახვილებს ყურადღება.