„რუსთავი 1991“-მა ახალი სამწვრთნელო შტაბი და გუნდის შემადგენლობა წარადგინა

რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში საკალათბურთო კლუბი „რუსთავი 1991“ , ახალ სამწვრთნელო შტაბს, გუნდის შემადგენლობას და სათამაშო ფორმას წარადგეს.

როგორც ცნობილი გახდა,მომავალ სეზონში „რუსთავი“ს მთავარი მწვრთნელი ბერძენი სპეციალისტი გიორგიოს კეცელიდისი იქნება, მას ასისტენტობას მიხეილ ბერუაშილი და ანატოლი ბოისა გაუწევენ.

სუპერლიგის ახალი სეზონისთვის „რუსთავი“ უკვე ინტენსიურ მოსამზადებელ პერიოდს გადის და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს.

რაც შეეხება შემადგენლობას, რუსთავის გუნდი ახალ საკალათბურთო სეზონს გაძლიერებული შემადგენლობით ხვდება.   რუსთაველთა რიგებში კალათბურთის გულშემატკივრები  გიორგი ცეკვავას, ილია ლონდარიძეს, საბა ლობჟანიძეს, ოთარ ფხაკაძეს, აკაკი ლომოურს, გეგი ბაქრაძეს, მერაბ ბოქოლიშვილს, ლუკა სიხარულიძეს, გიგი ტაბაღუას და ზურაბ ვაშაკიძეს იხილავენ. ასევე ლეგიონერებს დენზელ ლივინგსტონს, ნიკოლა ტადიჩს და ერიკ კოპსს .