,,რუსთავქალაქობა 2019″-ის აღნიშვნა გრძელდება. ღონისძიებების ფარგლებში , წარჩინებული სკოლის მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა. მოსწავლეებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გადასცა. აგრეთვე, დღესასწაულთან დაკავშირებით რუსთავს, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ჯგუფი “რეზო და ბავშვები” ეწვია. ამ წუთებში მეგობრობის გამზირზე შეკრებილი საზოგადოებას, მუსიკალური ჯგუფის რეპერტუარის მოსმენის შესაძლებლობა აქვთ.