რუსთავქალაქობის აღნიშვნა რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, სპორტული აქტივობებით დაიწყო. რუსთაველებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში : ქუჩის კალათბურთი, მინი ფეხბურთი, მხიარული სტარტები, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, სამაგიდო თამაშები, ბოჩა – პარაოლიმპიური სპორტის სახეობა. აღნიშნული აქტივობებისთვის სივრცე ცენტრალურ პარკში ოთხი შადრევნის მიმდებარე ტერიტორიაზეა გამოყოფილი.