რუსთავქალაქობის ღონისძიებები განახლდა

უამინდობის გამო, რუსთავქალაქობის ფარგლებში, 21 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებები 22 სექტემბერს გაიმართება.

პირველი ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება. სპორტული აქტივობები – ქუჩის კალათბურთი, მინი ფეხბურთი, მხიარული სტარტები, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, სამაგიდო თამაშები, ბოჩა – პარაოლიმპიური სპორტის სახეობა. ( რუსთავის ცენტრალური პარკი, ოთხი შადრევნის მიმდებარე ტერიტორია)

15:00 სთ – ეთნოფესტივალი, მუნიციპალიტეტების მიერ მოწყობილი სივრცეები და კონცერტი ქართული ტრადიციული სამზარეულოს გამოფენა-დეგუსტაცია ხატწერა ქართული-ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ქართული სამოსის გამოფენა. საბავშვო ფოლკლორული და ქორეოგრაფიული სტუდიების კონცერტი ფალავნობა. ( რუსთავის ცენტრალური პარკი, რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორია)

19:00 სთ -ფოლკლორული კონცერტი- ანსამბლები: ,,ჩვენებურები’’, ,,თუთარჩელა’’, ,,მე რუსთველი’’, ,,იამბიკო’’, ,,სალხინო’’.

20:00 სთ – ქართული მუსიკის საღამო- ნეკა სებისკვერაძე, დათო ნოზაძე, წამყვანი ნიკა წულუკიძე საპატიო მოქალაქის დაჯილდოება ( რუსთავის ცენტრალური პარკი, ამფითეატრი)

შეგახსენებთ, რუსთავქალაქობა2019-ის აღსანიშნავი ღონისძიებები 20, 21 და 22 სექტემბერს იყო დაგეგმილი. 21 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებების გადადება გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა.