რუსთავში, არასრულწლოვანი მარიხუანას მოხმარების გამო, სამედიცინო დაწესებულებაში მოხვდა

რუსთავში არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში მარიხუანას მოხმარების შედეგად მოხვდა. 15 წლის მოზარდი,უგონო მდგომარეობაში ოჯახის წევრებმა ნახეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით,მოზარდმა გონება დაკარგა ,რის გამოც ის ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც tv4-ს ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, მოზარდი ამ დროისთვის გაწერილია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.