რუსთავში დასუფთავებისა და მწვანე საფარის მოვლა პატრონობის სამუშაოები მიმდინარეობს .
სამუშაოებს ააიპ რუსთავსერვის ცენტრი ახორციელებს. ქალაქზე ზრუნვის სამუშაოების ფარგლებში სკვერებისა და დასასვენებელი პარკების დასუფთავება მიმდინარეობს , ირწყვება ქალაქის მასშტაბით არსებული ნარგავები . ამასთან , სერვისცენტრის თანამშრომლები ხე-მცენარეების კირით შეთეთრებასა და ზედმეტი ბალახისგან გათიბვის სამუშაოებს ახორციელებენ . იღებება შუქნიშნები . პარალელურად მიმდინარეობს დასასვენებელი სკამების დამზადება და ნიაღვარმიმღები ჭების გაწმენდა.
აღნიშნული სამუშაოები ქალაქში პერმანენტულად ხორციელდება .