რუსთავში “თავისუფალი საქართველოს” ქვემო ქართლის კომიტეტის სხდომა გაიმართა. შეკრებას პარტიის ლიდერი კახა კუკავა უძღვებოდა. შეხვედრის ფარგლებში, 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიის სამოქმედო გეგმა და ამოცანები განიხილეს.
შეხვედრას პარტიის წევრები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
კახა კუკავას ინფორმაციით, არჩევნებისთვის პარტია მობილიზებულია და მაქსიმალურად ეცდება, რომ 2020 წლის არჩევნებში თითოეული მოქალაქის ხმა დაცული იყოს და ხმების გაყალბება არ მოხდეს.