რუსთავში თანამედროვე LED განათებების ქსელი ეწყობა . ენერგოეფექტური გარე განათებების მონტაჟი ქალაქში რამდენიმე ქუჩაზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს . სამუშაოებს „რუსთავსერვისცენტრი” ახორციელებს .
სამუშაოების ფარგლებში, ქალაქში ახალი დიზაინის 600 ენერგოეფექტური სანათი დამონტაჟდება ,რისთვისაც 94 234,080 ლარის ოდენობის თანხა დაიხარჯება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქში ელექტროენერგიის დანახარჯი 40%-ით შემცირდება.
,,რუსთავსერვისცენტრის” ხელმძღვანელის გიორგი გოროზიას განცხადებით, 100 ვატიანი ნათურები ქალაქის შემოსასვლელიდან იუსტიციის სახლამდე, რუსთაველის, მშენებელთა, გაგარინის, ტაშკენტის, ქუთაისის ქუჩებზე და სადგურის მოედანზე დამონტაჟდება.