პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, რომელსაც არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, საყოველთაო-სახალხო განხილვებს იწყებს.
კომისია, 13-30 სექტემბრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო შეხვედრას გამართავს. ყველა შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გაუძღვება.
რეგიონების მასშტაბით მეორე განხილვა, თელავის შემდეგ, რუსთავში ხვალ, 14 სექტემბერს დრამატული თეატრში შედგება.
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები მიიღებენ.
საყოველთაო-სახალხო განხილვებზე თავისუფალი დასწრების საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება.