რუსთავში სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მარათონის გამარჯვებულების დაჯილდოება მიმდინარეობს

“რუსთავქალაქობა 2019 ” დაკავშირებით, დიდების ხეივანში საბრძოლო და სამშვიდობო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მარათონის გამარჯვებულებს აჯილდოებენ. მარათონში მონაწილეობას სხვადასხვა ბატალიონებიდან 175 მონაწილე იღებს.ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის პოლკოვნიკი ვეფხია ჩალაბაშვილი, ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრება. ირაკლი ტაბაღუამ გამარჯვებულებს მე-12-მე-13 საუკუნეების მინანქრული თასები გადასცა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
მარათონი საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის 41-ე ქვეითი ბატალიონის ორგანიზებითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით იმართება.