რუსთავში სპორტის სასახლის მშენებლობის პროექტი დასრულების ფაზაშია- ამის შესახებ tv4-ს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს.
პროექტის მიხედვით, სპორტული კომპლექსი მრავალფუნქციური იქნება და მისი მთავარი დარბაზი 1400 მაყურებელზე იქნება გათვლილი. მათივე ინფორმაციით,შესაძლებელი იქნება სპორტის სასახლის დარბაზის ტრანსფორმაცია და სპორტის სხვადასხვა სახეობის შეჯიბრებების ჩატარება. შენობაში დამხმარე დარბაზები განთავსდება,რომლებიც კრივისთვის, ტრენაჟორებისა და შერეული ორთაბრძოლებისთვის იქნება განკუთვნილი. თითოეული დარბაზი დამხმარე ფართებით აღიჭურვება და შესაბამისად, მათი დამოუკიდებლად ფუნქციონირება იქნება შესაძლებელი.
რუსთავის სპორტის სასახლეში სპორტული ინვენტარისთვის მაღაზიები, მცირე კაფეები და მენეჯმენტისთვის განკუთვნილი ოფისები მოეწყობა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტი სექტემბრის ბოლომდე ქალაქის მერიასთან შეთანხმდება ,სამშენებლო ნებართვის აღების შემდეგ, სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება.