რუსთავში სპორტის ქუჩის ჩიხებში მცხოვრები მოსახლეობა გზის რეაბილიტაციის დასრულებას ითხოვს (+ფოტო)

რუსთავში სპორტის ქუჩის ჩიხებში მცხოვრები მოსახლეობა გზის რეაბილიტაციის დასრულებას ითხოვს  . ადგილობრივები tv4-თან საუბრისას აცხადებენ , რომ   შიდა გზების რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დაიწყო , თუმცა შემსრულებელმა კომპანიამ სამუშაოები შეაჩერა . მათივე თქმით , დაუსრულებელი სამუშაოები ქუჩაზე გადაადგილების პრობლემებს ქმნის , განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობა კი  უამინდობისას იქმნება  . 
მოსახლეობას დღეს ევროპული საქართველოს ლიდერი ნინო იმედაშვილი შეხვდა  და  მათი პრობლემები მოისმინა  . 
საკითხთან დაკავშირებით tv4 რუსთავის მერიას დაუკავშირდა  , როგორც მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე განმარტავს სამუშაოების დასასრულებლად გამოცხადებული ტენდერი  ხვალ , 9 სექტემბერს დასრულდება  , რის შემდეგაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს  .