რუსთავში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები ბრუნდება. როგორც tv4 -ისთვის გახდა ცნობილი, ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების გადაღებები ქალაქში 17 სექტემბერს არის დაგეგმილი. ჰოლივუდური ფილმის გადაღებები 01:00 საათიდან 21:00 საათამდე , მესხიშვილისა და თოდრიას ქუჩებზე განახლდება. აღნიშნულის გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
„ფორსაჟი 9“-ის გადაღებების პროცესში მოძრაობა ფეხით მოსიარულეებისთვისაც აკრძალულია. ფორსაჟის გადაღებების პირველი ეტაპი ქალაქში სამ სექტემბერს დაიწყო და შვიდი სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდა. გადაღებები მესხიშვილის ქუჩაზე, კერძოდ მესხიშვილი, თოდრიას წრე, თოდრიას 7 ნომრამდე ლოკაციებზე მიმდინარეობდა.