რუსთავში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები დაბრუნდა. ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების გადაღებები ქალაქში 01:00 საათიდან დაიწყო და 21:00 საათამდე , მესხიშვილისა და თოდრიას ქუჩებზე გაგრძელდება. აღნიშნულის გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
„ფორსაჟი 9“-ის გადაღებების პროცესში მოძრაობა ფეხით მოსიარულეებისთვისაც აკრძალულია. ფორსაჟის გადაღებების პირველი ეტაპი ქალაქში სამ სექტემბერს დაიწყო და შვიდი სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდა. გადაღებები მესხიშვილის ქუჩაზე, კერძოდ მესხიშვილი, თოდრიას წრე, თოდრიას 7 ნომრამდე ლოკაციებზე მიმდინარეობდა.









