რუსთავში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები დასრულდა. ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების გადაღებები ქალაქში 01:00 საათიდან დაიწყო და 21:00 საათამდე უნდა გაგრძელებულიყო , თუმცა გადამღებმა ჯგუფმა მუშაობა დაასრულა და საავტომობილო გზა გაიხსნა.
ფორსაჟის გადაღებების პირველი ეტაპი ქალაქში სამ სექტემბერს დაიწყო და შვიდი სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდა. გადაღებები მესხიშვილის ქუჩაზე, კერძოდ მესხიშვილი, თოდრიას წრე, თოდრიას 7 ნომრამდე ლოკაციებზე მიმდინარეობდა.