რუსთავში ,,ფორსაჟი 9″-ის გადაღება დაიწყო, ქალაქში უკვე შეინიშნება ვერტმფრენი, ასევე გადასაღებ ლოკაციაზე განლაგდა, გადაღებისთვის საჭირო, სპეციალური ტექნიკა და ავტომობილები.
შეგახსენებთ ,როგორც tv4-მა გაარკვია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით ვერტმფრენის მოძრაობის ყველა კოორდინატი შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, მათ შორის თავდაცვის სამინისტროსთან , შესაბამისად გადაღებების პროცესში ვერტმფრენის ჩართვა მოსახლეობისთვის საფრთხის შემცეველი არ იქნება.
ჰოლივუდური ფილმის “Fast and Furious 9” („ფორსაჟი 9“) გადაღება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.