სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი ,სალომე ზურაბიშვილი,ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფება. ქვეყნის მთავარსარდალი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველ ფორუმს ესწრება.

ზურაბიშვილი ქალაქის ცენტრში წარმოდგენილ პავილიონებს ათვალიერებს. პავილიონებში რეგიონის ყველა რაიონი და ამ რაიონებში არსებული სიძველეებია გამოფენილი.

ფორუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის პროცესში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნესსექტორის დაინტერესებას და გააქტიურებას ისახავს მიზნად.

ფორუმის ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, სანახაობრივი და გასართობი შოუპროგრამები, სახელოვნებო და შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენები, სპორტული და ინტელექტუალური ასპარეზობები მოეწყობა.

ღონისძიების ფარგლებში თეთრიწყაროში ბარათაშვილების სასახლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ცერემონიაც გაიმართება.

დაგეგმილია ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების საკონცერტო ღონისძიებები.