საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ წაღვლთან საგუშაგოს მოწყობა დაასრულა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა წნელისს, ჩორჩანასა და წაღვლს შორის საგუშაგოს მოწყობა დაასრულა. საგუშაგოდან დაახლოებით 400 მეტრის მოშორებით დე ფაქტო ცხინვალის დროშა აღმართეს.

აღსანიშნავია,რომ საგუშაგო სწორედ იმ გზაზეა მოწყობილი, რომელზეც სოფელ წაღვლის მოსახლეობა გადაადგილდებოდა. ადგილობრივები ვერც, ტყეში შესვლას ვეღარ შეძლებენ.

წაღვლის ადმინისტრაციულ ერთეულში ხაშურის მერიის წარმომადგენელი ვაჟა ლომიძე ვერ აკონკრეტებს, ზუსტად რა მანძილზეა სოფლის ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის საგუშაგო შემოჭრილი.

ამ დროისთვის სოფელში სიმშვიდეა და მოსახლეობაში არანაირი პანიკა არ არის.