საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხვალიდან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვებს აწესებენ-სუსი

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები 4 სექტემბრის 21:00 საათიდან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვებს აწესებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სუს-მა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „ცხელი ხაზი“ გაააქტიურა.

„ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, მიმდინარე წლის 4 სექტემბრის 21:00 საათიდან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე აწესებენ უკანონო შეზღუდვებს.

აღნიშნული ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მოცემულ უკანონო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გააქტიურებული იქნა „ცხელი ხაზი“.

ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები“, – განაცხადეს სუს-ში.