საოკუპაციო ხაზთან წვევამდელი დაიჭრა

ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთან არსებულ საგუშაგოზე წვევამდელი დაიჭრა. ახალგაზრდა მამაკაცს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა, ამ დროისთვის წვევამდელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, სამედიცინო დაწესებულება კომენტარს არ აკეთებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 124 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ფოტო:რუსთავი 2