სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელებს, თავიანთ ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების დანიშვნა დაავალა.
ინფორმაცია ამის შესახებ, პატრიარქის 2019 წლის 10 სექტემბრის ბრძანებაშია აღნიშნული.
„ამა წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაევალოთ თავის ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნა“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.









