სასწავლო წლიდან 55 000 ახალი კომპიუტერი შევა სკოლებში-მიხეილ ბატიაშვილი

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში 55 000 კომპიუტერი შევა- ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრობის კანდიდატმა სკოლაში ტექნოლოგიების როლზე ისაუბრა და განაცხადა ,რომ კომპიუტერები სრულყოფილი , რომლებითაც ბავშვები მრავალი წლის განმავლობაში ისარგებლებენ. მისივე ინფორმაციით, კომპიუტერებში ყველა ლიცენზირებული პროგრამა ოფიციალურად იქნება დაინტეგრირებული, როგორიც არის მაიკროსოფტი და ბევრი სხვა. ბატიაშვილის განცხადებით, სკოლების WIFI-ით უზრნველსაყოფად მუშაობა გრძელდება და უკაბელო ინტერნეტით სკოლების აღჭურვა ორი წლის პერიოდში დასრულდება.