საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა. შეხვედრისას პრეზიდენტებმა საქართველოში მიმდინარე სიტუაციასა და საოკუპაციო ხაზზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე სიტუაციაზე, ოკუპაციის ხაზზე, რომელსაც პირადად მე ბოროტების ხაზსს ვეძახი. გასულ კვირას უშუალოდ ჩავები პროცესებში, რომ საქართველოს შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ლიდერებისთვის პირადად მიმეწოდებინა“, – განაცხადა კერსტი კალიულაიდმა.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობაზე და ასევე, როგორ უნდა გახდეს უფრო მჭიდრო ორი ქვეყნის თანამშრომლობა.