საჯარო სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესის დაწყება შესაძლოა გადაიდოს

საჯარო სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესის დაწყება შესაძლოა, გადაიდოს. არსებული ინფორმაციით, სწავლის გადადების მიზეზად სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელდება, რომელთა დასრულება სწავლის დაწყებამდე ვერ ესწრება.

გავრცელებული ინფორმააციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება, კონკრეტულად რომელ სკოლებში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო პროცესი. უწყების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სკოლები სამუშაოებს ვერ დაასრულებს, მინისტრის ბრძანებით, სწავლა დროებით გადაიდება.

სკოლების ჩამონათვალის შესახებ, სადაც შესაძლოა სწავლა დროებით გადაიდოს, მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ სწავლა საქართველოს საჯარო სკოლებში 16 სექტემბერს უნდა დაიწყოს.