სემეკის თავმჯდომარე-ბუნებრივი გაზის ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის

 ბუნებრივი გაზის ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით ,რაიმე სახის განსაკუთრებული მოლოდინი არ არსებობს-ამის შესახებ სემეკ-ის წევრის და კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა  დავით ნარმანიამ განაცხადა. 

მისივე თქმით,  ბუნებრივი გაზის სექტორის მიმართულებით კომპანიებს ტარიფების გადახედვა უწევთ,რაც ბუნებრივი პროცესია , შესაბამისად ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არაა.

 რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, ნარმანიას განცხადებით, ამ მიმართულებით ტარიფების გადახედვა არ იგეგმება, რადგან ელექტროენერგიის ტარიფები სამი წლის ვადით არის დადგენილი.

 დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დავით ნარმანიას კანდიდატურას სემეკ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარი დაუჭირა.