“სექტემბრის თვეში გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე როტაციით რუსეთის დელეგაცია ხდება“ – ნათქვამია გაეროს განცხადებაში. გაეროს უსაფრთხოების ოფიციალურ Twitter- ის გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია , რომ 2019 წლის სექტემბერში რუსეთი გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს ერთი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
მანამდე, გაეროს დროებითი თავმჯდომარე პოლონეთი იყო, რომელმაც თანამდებობა 2019 წლის აგვისტოში დაიკავა.
გაეროს უსაფრთხოების საბჭო 15 ქვეყნისგან შედგება, რომელთაგან 5-ს მუდმივი წევრობის სტატუსი აქვს- ესენი არიან აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და რუსეთი. დანარჩენი 10 დროებითი წევრის არჩევა ხდება ორ წელიწადში ერთხელ, როტაციის საფუძველზე.