„სირცხვილიას“ აქტივისტები,პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, დეპუტატ ემზარ კვიციანს უჩივიან.
პარლამენტის შენობიდან გამოსულ დეპუტატს აქტივისტებმა „რუსეთის მონა“ და „მოღალატე“ უწოდეს, კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. კვიციანი ინციდენტის ადგილიდან პოლიციამ გაარიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატ ემზარ კვიციანისა და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტების მონაწილეობით ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. მათი ნაწილი პოლიციამ უკვე გამოკითხა. დღეს, 9 სექტემბერს, კიდევ 7 ადამიანის დაკითხვა იგეგემება.
„სირცხვილიას“ ორგანიზატორებსა და ემზარ კვიციანს შორის დაპირისპირება მოხდა. აქცია პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის პარალელურად მიმდინარეობდა.