ქალაქში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, ახალი სკულპტურები გამოჩნდა. “რუსთავსერვისცენტრმა” სამუშაოები დაასრულა.პატარა გოგონების და ბიჭების სკულპტურები ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელებთან დაიდგა, რაც მოქალაქეების,განსაკუთრებით მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს.
სკულპტურები რუსთავში სამ სკოლასთან , 22-ე,25-ე და 24-ე ქართული გიმნიაზიის მიმდებარე ტერიტორიებზე დაიდგა.