ჩხოროწყუში,სოფელ ლესიჭინეში ორსართულიანი სახლი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.
ცეცხლი დამხმარე ნაგებობას გაუჩნდა, რის შემდეგაც სახლზე გავრცელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სახლში ექვსი ადამიანი ცხოვრობდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.







