გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, მე-2 საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა. საგანმანათლებლო დაწესებულება,ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ათასწლეულის კორპორაციის ახლადდანიშნულმა დირექტორმა შონ ქეირნქროსმა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომამდგენლებმა საზეიმოდ გახსნეს. ქეირნქროსი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და აკადემიური წლის აღსანიშნავად გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, 2019 წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 33 საჯარო სკოლას, საიდანაც 13 სკოლა სექტემბერში გაიხსნება. თითოეული სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო საგნების თანამედროვე ლაბორატორიით. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტისთვის ბიუჯეტი 54 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
.