მოძრაობა #სირცხვილიას აქტივისტებმა და 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულების ახლობლებმა სპეცრაზმელ ლევან იმერლიშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააპროტესტებს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს არის შერჩევითი სამართალი, ვინაიდან სასამართლომ გაათავისუფლა სპეცრაზმელი, მაგრამ პატიმრობაში დატოვა ლევან ჯიქური, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.
გუშინ, 27 სექტემბერს 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი, ლევან იმერლიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღკვეთის ღონიძიება პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. ამის მიზეზად კი იმერლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, რასაც ბრალდების მხარე არ იზიარებდა.
ფოტო: თათა მელიქიშვილი