შსს რეგულაციებს ამკაცრებს – საგზაო მოძრაობის წესების რომელ დარღვევებზე გაგეზრდებათ პასუხისმგებლობა

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, რეგულირება მკაცრდება.პროექტით განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების ჩაბარების ახალი წესი. ასევე, ცვლილებებია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ცვლილებების მიხედვით არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე პასუხისმგებლობა გამკაცრდება -ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაჭარბებული სიჩქარით მართვისთვის, საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობისთვის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის.
პროექტით განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების ჩაბარების ახალი წესი .

ცვლილებები ადმინისტრაციულ კოდექსში: 81-ე მუხი- რაც გულისხმობს ისეთი ავტომოტოსატრანსპორტო და სხვა მოძრავი საშუალებების ექსპლუატაციას, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა დადგენილ ნორმატივებს აღემატება; და 119-ე მუხლში რაც გულისხმობს – სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რაც მათ შორის გულისხმობს – ავტომობილის მართვას პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვას, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი და ა.შ. – ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში სამთავრობო გეგმის ფარგლებშია წარდგენილი.