სამართალდამცველებმა გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ოფიცერი , უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ,ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაადგინა , რომ დაკავებული 2019 წლის აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერს იმის სანაცვლოდ, რომ მას საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მორიგეობისას არ შეემოწმებინა უკანონოდ მოპოვებული 48 კუბური მეტრის ხის მასალით დატვირთული სატვირთო ავტომანქანები, ქრთამის სახით შესთავაზა 1800 ლარი, ხოლო წინასწარ 900 ლარი გადასცა.
გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.