სუს-საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ფრენა დაფიქსირდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს) სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დღეს, 24 სექტემბერს უკანონო ფრენა დაფიქსირდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არსებული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM)“, – აღნიშნავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს, სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი ოქტომბრის დასაწყისში კიდევ ერთხელ მწვავედ იქნება დასმული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე.