2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების სტატისტიკური მონაცემების თანახმად ქვემო ქართლის რეგიონი მოწინავე პოზიციებზეა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობამ ჩვენს რეგიონში 87,028 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
სტატისტიკურ მონაცემებში რეგიონი ინვესტიციების ოდენობით, თბილისის შემდეგ პირველია. რაც შეეხება დედაქალაქს, უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 1,033 მილიარდი დოლარს გაუტოლდა.
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო რაოდენობამ , 2018 წელს 1,265 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 35.5 %-ით ნაკლებია და 2.7 %-ით აღემატება 2018 წლის წინასწარ მონაცემებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ტოპ ხუთეულში მოხვდა, ასევე აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, და იმერეთის რეგიონი.