Update: ფეიქრების ქუჩაზე, GWP-ს საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,საწყობში, ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე გავრცელებული ხანძარი დახვდათ.ფეიქრების ქუჩაზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ფეიქრების ქუჩაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” საწყობი იწვოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,ადგილზე სამი სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა და მიმდინარეობდა დამატებითი ჯგუფების მობილიზება.









