ჰოლივუდის ცნობილი ფილმის “Fast and Furious 9”-ის მორიგი ეპიზოდების გადაღება, უპილოტო საჰაერო ხომალდების გარდა, ვერტმფრენითაც განხორციელდება. ვერტმფრენი რუსთავში მიმდინინარე გადაღებებშიც ჩაერთვება. როგორც tv4-ისთვის გახდა ცნობილი, საჰაერო კინოგადაღებისთვის UROCOPTER AS 355N-ის ტიპის ვერტმფრენი სასტუმრო “რუსთავის” მიმდებარე ტერიტორიაზე დაჯდება.
Update: tv4 სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დაუკავშირდა, მათი ინფორმაციით ვერტმფრენის მოძრაობის ყველა კოორდინატი შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, მათ შორის თავდაცვის სამინისტროსთან , შესაბამისად გადაღებების პროცესში ვერტმფრენის ჩართვა მოსახლეობისთვის საფრთხის შემცეველი არ იქნება.
ჰოლივუდური ფილმის “Fast and Furious 9” („ფორსაჟი 9“) გადაღება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.
შეგახსენებთ, ფილმის ეპიზოდებს რუსთავში, რამდენიმე ლოკაციაზე გადაიღებენ.