ქალთა მონაწილეობისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გაზრდა იგეგმება

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, რუსთაველ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს იმ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად.

“სექტემბრის ბოლოდან ჩვენ წარვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შეეხებათ. თუ ისინი შემდგომი 2020 წლის არჩევნებში პარტიული სიის ყოველ სამეულში გაითვალისწინებენ მინიმუმ 1 ქალს, მიიღებენ 30%-ით მეტ დაფინანსებას…”

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღესდღეობით დიდია ქალების წვლილი სოციალურ-პოლიტიკურსა და ეკონომიკურ მიმართულებებში და მნიშვნელოვანია, რომ ისინი სამსახურებრივადაც მაღალ პოზიციებზე იყვნენ დასაქმებულნი.

“ქალები ყველა არჩევნებში არიან ჩვენი პოლიტიკური პარტიის ავანგარდში და ჩვენ უნდა ვიპოვოთ მომენტი, სად იკარგებიან ისინი, როდესაც თანამდებობები კომპლექტდება და ვეღარ ვხედავთ მაღალ პოზიციებზე. თუმცა “ქართული ოცნების სახელით უნდა განვაცხადო, რომ დღეს პრემიერ-მინისტრის ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი, მთავრობის შემადგენლობის ნახევარი არიან ქალები, პარლამენტში 5 ყველაზე მნიშვნელოვან კომიტეტს ხელმძღვანელობენ ქალები და ჩემი პირველი ვიცე-სპიკერიც ქალია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა გაიზარდოს”

აღსანიშნავია, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვებზე თავისუფალი დასწრების საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა.