ავტოსაგზაო შემთხვევა გორთან

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორთან, ქუთაისის აეროპორტიდან თბილისისკენ მიმავალი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით მსუბუქი დაზიანება ერთ ადამიანს აქვს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია