გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ აღიანში შვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებას გარდაცვლილი ბავშვის მამის ახლობლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
ოჯახის ახლობლები პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას და პარლამენტის წინ საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.
,, მაჩალიკაშვილის ამბავი მოგონება იქნება, ექვსი წელი ეს არის მინიმალური სასჯელი”- აცხადებენ გარდაცვლილი ბავშვის მამის ოჯახის წევრები.
გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო მსჯელობდა არასრულწლოვანი დედის საქმეზე, რომელსაც ბრალად საკუთარი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობა ედებოდა.