შსს-მ გამოძიება დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

შსს-მ 35 წლის ქალის საქმეზე დედის მიერ მშობიარობისას ან უმალვე, მშობიარობის შემდეგ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით გამოძიება დაიწყო.

სამედიცინო დაწესებულებებში აცხადებენ,რომ შეწყვეტილი ორსულობის გამო, 35 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის შემდეგაც, ის სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა.

კლინიკა „ღია გულის“ კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ჯაფარიძე აცხადებს, რომ მათთან შეიყვანეს პაციენტი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. მისივე ინფორმაციით, ქალი ყვებოდა,რომ ორსულად იყო და ორსულობის შეწყვეტა მოხდა, ამის შემდეგ კი სისხლდენა განვითარდა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. უცნობია,რომელ ხანას შეესაბამებოდა ორსულობა.

სოციალური მუშაკის თქმით, ქალს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მისი ერთი წლის გოგონა სოცმუშაკებმა სანდო პირთან გადაიყვანეს.