ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი პერევის გადასასვლელს კეტავს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რამდენიმე დღით პერევის გადასასვლელს კეტავს. ამის შესახებ ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, პერევის გამშვები პუნქტი 18 სექტემბრის 20:00 საათიდან 22 სექტემბრის 06:00 საათამდე დაიკეტება.

გადაწყვეტილებას ცხინვალში ე.წ. რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირებენ. ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რესპუბლიკის დღეს 20 სექტემბერს აღნიშნავენ.