ძლიერი ქარის შედეგად რუსთავში რამდენიმე მისამართზე ხეები წაიქცა.უამინდობამ მე-15 მიკრორაიონის N12;ფალიაშვილის N7,ბარათაშვილის N21ა, ლეონიძის,9 მაისისა და რუსთაველის N32-ში ხეები წააქცია და ტოტები დააზიანა.
Update: უამინდობის შედეგად მოგლეჯილმა 21 მიკრორაიონის N11-ში , მსუბუქი ავტომობილის მინა ჩაამსხვრია. ადგილზე ,,რუსთავსერვისცენტრის” თანამშრომლები მუშაობენ.ხე მოგლიჯა ქარმა ლეონიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე
როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რუსთაველის ქუჩაზე ქარის შედეგად წაქცეულმა ხემ ელექტრო სადენები დააზიანა და მოძრაობა შეაფერხა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ერთ-ერთ ქუჩაზე, ავტომობილების მოძრაობისთვის განკუთვნილ გზაზე, ქარმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნა წააქცია.
Update:
უამინდობის შედეგად დაზიანდა ბათუმის ქუჩა N24-ში არსებული საცხოვრებელი კორპუსის სახურავი. ქარბა კორპუსს სახურავი ახადა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამაშველო სამსახური.